უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოთხსაათიანი მცდელობის შემდეგ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად ისევ არ შეუშვეს. როგორც დენისოვა ამბობს, მან იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მიიღო.
"თავისი პასუხის ერთ ნაწილში ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის დამაკმაყოფილებელია, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. უარის თქმის დროს კი ისინი უბრალოდ წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებებსა, ასევე, იმისთვის რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაშვებულები იქნებიან მხოლოდ ის ვიზიტორები, რომლებიც განსაზღვრულია პატიმრობის შესახებ კოდექსის. როგორც მივხვდი, ახლა დაუშვებენ მხოლოდ ახლობლებსა და ადვოკატებს, ასევე, ჩვენს კონსულს", - თქვა დენისოვამ ჟურნალისტებთან.
უკრაინის ომბუდსმენმა, მიხეილ სააკაშვილი წერილი წაიკითხა, სადაც ის საკუთარ მდგომარეობას და ციხის კლინიკაში ყოფნას აფასებდა. როგორც ის ამბობს, მე-18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები უკრაინის კონსულსაც უყვირიან.
"რადგანაც მე არ შემიშვეს, დამოუკიდებლად ვერ შევძელი მისი ნახვა და ვიზუალურად მაინც დამედასტურებინა მისი მდგომარეობა, ანალიზების გარეშე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც დასამალი", - თქვა დენისოვამ.
მისივე განმარტებით, დღეს სააკაშვილის პირად ექიმსა და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდება. ასევე, მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელობას წერილობით მიმართავს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.